🎉 ჩამოვიდა! უკვე მარაგშია
BEAMBeamo
BEAMBeamo
იყიდე ახლა
Beamo

კონფიდენციალურობა

ვინ ამუშავებს შენს მონაცემებს

შენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს beamo.ge-ს ოპერატორი — საქართველოში რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე. საკონტაქტო: sales@beamo.ge, 577 28 00 43. სრული რეკვიზიტები ხელმისაწვდომია მოთხოვნით ამავე ელფოსტაზე.

რა მონაცემებს ვამუშავებთ

სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, მიწოდების მისამართი და ქალაქი, ელფოსტა თუ მიუთითებ, შეკვეთის შინაარსი და თანხა, ასევე შენი კომენტარი შეკვეთასთან. ბარათის მონაცემებს არ ვაგროვებთ და არასდროს ვხედავთ.

დამუშავების მიზანი და სამართლებრივი საფუძველი

შეკვეთის დამუშავება, მიწოდება, გადახდა და შენთან დაკავშირება. საფუძველი: შენთან დადებული ხელშეკრულების შესრულება. საბუღალტრო და საგადასახადო ჩანაწერების წარმოება. საფუძველი: კანონით დაკისრებული ვალდებულება. მომსახურების ხარისხის შენარჩუნება და თაღლითობის პრევენცია. საფუძველი: ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი. სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა. საფუძველი: მხოლოდ შენი წინასწარი თანხმობა, რომლის გახმობაც ნებისმიერ დროს შეგიძლია.

სავალდებულოა თუ არა მონაცემების მოწოდება

სახელის, ტელეფონისა და მისამართის მითითება სავალდებულოა: მათ გარეშე შეკვეთის მიღება და მიწოდება შეუძლებელია და ხელშეკრულებას ვერ დავდებთ. ელფოსტისა და კომენტარის მითითება ნებაყოფლობითია.

ვის გადაეცემა მონაცემები

მიმღებთა კატეგორიები: საკურიერო კომპანია, ანუ სახელი, ტელეფონი და მისამართი ამანათის მისატანად. გადახდის პროვაიდერი UniPay და შესაბამისი ბანკი, გადახდის დასამუშავებლად. ვებგვერდის ჰოსტინგისა და ინფრასტრუქტურის მომწოდებელი. ბუღალტერი. უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში. შენს მონაცემებს არავის ვყიდით და მესამე პირს მისივე სარეკლამო მიზნით არ გადავცემთ.

საერთაშორისო გადაცემა

ვებგვერდის ჰოსტინგი და შეკვეთის შეტყობინებების სერვისები ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების სერვერებზეა განთავსებული, ამიტომ მონაცემები შესაძლოა საქართველოს ფარგლებს გარეთ დამუშავდეს. ასეთი გადაცემა ხდება მხოლოდ იმ მომწოდებლებთან, რომლებიც დაცვის სათანადო გარანტიებს უზრუნველყოფენ, მათ შორის ევროკავშირის სტანდარტული სახელშეკრულებო პირობებით.

შენახვის ვადა

შეკვეთასთან და გადახდასთან დაკავშირებული მონაცემები ინახება 6 წელი, საგადასახადო და საბუღალტრო კანონმდებლობით დადგენილი ვადის შესაბამისად. საკონტაქტო ფორმით გამოგზავნილი შეტყობინება ინახება 1 წელი. სარეკლამო თანხმობა მოქმედებს გახმობამდე. ვადის ამოწურვისთანავე მონაცემები იშლება ან შეუქცევადად ანონიმდება.

შენი უფლებები

გაქვს უფლება: მოითხოვო ინფორმაცია შენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე და მიიღო მათი ასლი. მოითხოვო არასწორი მონაცემის გასწორება ან განახლება. მოითხოვო მონაცემის წაშლა, განადგურება, ბლოკირება ან დამუშავების შეწყვეტა. მიიღო შენი მონაცემები სტრუქტურირებული ფორმით ან მოითხოვო სხვა დამმუშავებელთან გადატანა. ნებისმიერ დროს გამოითხოვო თანხმობა. მოთხოვნა გამოგზავნე sales@beamo.geზე, პასუხს 10 სამუშაო დღეში მიიღებ.

საჩივრის უფლება

თუ მიგაჩნია, რომ შენს მონაცემებს კანონის დარღვევით ვამუშავებთ, უფლება გაქვს მიმართო საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ან სასამართლოს. 2026 წლის 2 მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური გაუქმდა და მისი ფუნქციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცა.

ქუქიფაილები

საიტი იყენებს ტექნიკურად აუცილებელ ქუქიებს, მაგალითად კალათის შესანახად. ბრაუზერის პარამეტრებიდან ქუქიების წაშლა და დაბლოკვა ნებისმიერ დროს შეგიძლია.

ბოლოს განახლდა: 2026კონტაქტი